მთავარი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. ამ ბლოგში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ფუტკრების საიდუმლო ცხოვრებისა და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ.

ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს წარმოდგენა ფუტკრების მნიშვნელობის შესახებ თავის ცხოვრებაში. ავირჩიე ეს თემა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტად იცოდეს ფუტკრების საიდუმლო ცხოვრების  შესახებ.
ეს პროექტი ინფორმაციის მიმცემი იქნება იმ მხრივ,  რომ მეფუტკრეობას უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ, რადგან სინამდვილეშიც მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩემი შექმნილი პოსტერი




ფუტკარი - უნიკალური მწერიამას ადამიანისათვის დიდი სარგებელი მოაქვს და არა მხოლოდ იმ პროდუქტების სახითრომელთა წარმოებას ის ბუნებრივი ნივთიერების  შეგროვებით და თავის ორგანიზმში გამომუშავებით ახდენსარამედ მცენარეებისმათ  შორის კვების პროდუქტებად გამოსაყენებელ მცენარეთა დამტვერვითარის შედეგადაც ხელს უწყობს მათი მოსავლიანობის ზრდას. წყარო




საინტერესო ფაქტები 


  • მოძრაობითი სიგნალები არის ფუტკრის ერთგვარი ენა, რომლის მეშვეობითაც ისინი აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მოძებნილი საკვების წყაროს შესახებთუ საკვები არის სკასთან ახლოს, მაშინ ფუტკარი ასრულებს წრიულ მოძრაობებს. საკვების წყარომდე არსებული მანძილის შესახებ ინფრომაციას ფუტკრები გადასცემენ მუცლის აქეთ-იქეთ მოძრაობით და ხანგრძლივი ბზუილით.
  • ფუტკარს შეუძლია გაარჩიოს  40-ზე მეტი სახეობის სურნელოვანი ნივთიერება. ფუტკარს ნექტართან ერთად სკაში თან მიაქვს  სურნელი იმ მცენარისა, საიდანაც იგი იქნა მოპოვებული. აღნიშნული არომატი მათ მიერ აღიქმება როგორც   სკიდან გაფრენისა და იგივე სურნელის მქონე მცენარეების მოძებნის ნიშანი.
  • ფუტკარი უკბენს და დაკარგავს თავის ნესტარს, იფრენს მხოლოდ რამდენიმე საათს და შემდეგ კვდება.
  • ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თუ როდის გამოიჩეკნენ კვერცხიდან. მარტში გამოჩეკილები ცოცხლობენ 35 დღემდე, ხოლო ივნისში 30 დღემდე. თაფლის შეგროვების მთავარ პერიოდში 28-30 დღე, სექტემბერ-ოქტომბერში 80-100 დღე. ოჯახებში, რომლებსაც არ ყავთ მატლები, მათ შეუძლიათ იცოცხლონ წლამდე.   
  • ფუტკარი უპირატესობას ანიჭებს ნექტრის შეგროვებას სკასთან ახლოს 1 კმ-მდე. თუმცა ცალკეული ფუტკარი შემჩნეული იქნა საბინადროდან 3-4 კმ-მდემაქსიმალური მანძილი, რასაც გადალახავს ფუტკარი არის 13600 მეტრი (ზალესკი 1957)
  • ცაცხვიდან ერთ კგ-მდე ნექტარის შესაგროვებლად ძლიერი ოჯახი ასრულებს 25 ათას გაფრენას. იმ მცენარეებთან ფრენის შემთხვევაში, რომლებიც შედარებით ნაკლებ ნექტარს გამოყოფენ, 100-120 ათასი გაფრენა. 19 დღის განმავლობაში ძლიერი ოჯახის ფუტკარი ცაცხვიდან აგროვებს 900-950 მგ ნექტარს
  • ფუტკარი მიაღწევს რა 10 დღიან ასაკს , გამოფრინდება სკიდან. ფრენისას იგი შეისწავლიან ადგილმდებარეობას. ერთ-ერთი ორიენტირი, რომელიც ეხმარება ფუტკარს მიაგნოს სკა, ეს არის მისი ოჯახის სუნი. მას ავრცელებენ ფუტკრები, რომლებიც იმყოფებიან სკის შესასვლელთან. ისინი სპეციალური მოძრაობით აშიშვლებენ სურნელოვან ნასონოვას ჯირკვალს. მისი სურნელი სწრაფად ვრცელდება და ავსებს ჰაერის ნაკადს. 
  • ყველა ფუტკარი, რომელიც კვდება გარეთ გამოყოფს ენას.
  • ფუტკრები გემოს აღიქვამენ მთელი ჯგუფი მგრძნობიარე უჯრედების (რეცეპტორების) მეშვეობით, რომლებიდანაც წამოსული ნერვები უკავშირდებიან ხახისზედა კვანძს. ფუტკარს აქვს გემოს რეცეპტორები პირის ნაწილზე, ფეხების თათებზე და ულვაშებზე.  წყარო
ჩემი ბლოგის ბუკლეტი

No comments:

Post a Comment