კითხვარი პროექტის შესახებ: იხილეთ აქ
როგორც ვიცით ბუნების აყვავება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრებისთვის, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ ბუნების გარეშე ადამიანს არ შეუძლია არსებობა. ამ პროცესში ჩვენ გვეხმარებიან ფუტკრები. თუ არ იქნება ფუტკარი- არ იქნება დამტვერვა, თუ არ იქნება დამტვერვა- არ იქნება მცენარეები, არც ცხოველები და არც ადამიანი.
როგორც ვიცით ბუნების აყვავება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრებისთვის, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ ბუნების გარეშე ადამიანს არ შეუძლია არსებობა. ამ პროცესში ჩვენ გვეხმარებიან ფუტკრები. თუ არ იქნება ფუტკარი- არ იქნება დამტვერვა, თუ არ იქნება დამტვერვა- არ იქნება მცენარეები, არც ცხოველები და არც ადამიანი.
კაცობრიობისათვის ფუტკარი უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ისინი მწერების კატეგორიას მიეკუთვნებიან. ბინადრობენ ოჯახებად. ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ფუნქცია აქვს. ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5მმ - 5 სმ აღწევს. მათ ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა. ერთეული ფუტკრების დედალი ერთ ან რამდენიმე უჯრიან ბუდეს აშენებს, შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოაჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი ბუდეში რჩება პირველი თაობის გამოჩეკვამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევე ძველი დედა ფუტკარი დებს, მხოლოდ 1-4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები). წყარო
ფუტკრები
დილით ადრე გამოდიან სამუშაოდ და საღამოთი გვიან ბრუნდებიან, ენერგიულად გამოდიან სამუშაოდ
ნისლიან და მცირე წვიმიან ამინდში, კარგად არიან შეგუებული ღალიანობის დროს მინდორში
ღამისთევას. მათ შეუძლიათ გააკეთონ გამოფრენა დაბალ ტემპერატურაზე ადრე გაზაფხულზე
და გვიან შემოდგომაზე. მცირე ღალიანობის დროს მათ შეუძლიათ დააგროვონ სასაქონლო თაფლი,
ამ დროს მუშა ფუტკრები უზღუდავენ დედას კვერცხის დებას და მთელი ყურადღება გადააქვთ
თაფლის შეგროვებაზე. მათ აქვთ მიდრეკილება ქურდობისკენ, მაგრამ ამავე დროს ისინი კარგად
იცავენ თავის ბუდეს. წყარო
როგორც ვთქვი, ფუტკრის ოჯახი შედგება რამდენიმე ათასი მუშა ფუტკრისაგან, დედა ფუტკრისა და მამალი (მამა) ფუტკრებისაგან (რამდენიმე ასეულიდან ათასამდე).
დედა ფუტკარი
დედა ფუტკარი უფროსი და საპატიო წევრია. მის გარეშე
ოჯახი ვერ მრავლდება და მცირე ხანში იღუპება. დედა ფუტკარი გამოირჩევა სხეულის სიგრძით
და მოწითალო ფერით. მას აქვს მოკლე ხორთუმი. მუშა ფუტკრებისაგან განსხვავებით, დედა ფუტკარს არ აქვს მუშაობისათვის
საჭირო მოწყობილობა, მაგრამ კარგად განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები.
ფიჭებზე მოძრაობს
სწრაფად, ხოლო დაფრინავს ნელა, თუმცა ფრენა მას სჭირდება მხოლოდ გასანაყოფიერებლად,
სკიდან გამოსვლისას ან ნაყართან ერთად გამოფრენისას. მთელ დანარჩენ დროს იგი სკაში
ატარებს. ერთხელ განაყოფიერებულ დედას ინტენსიურად კვერცხის დება შეუძლია 2-3 წლის
განმავლობაში. დღე-ღამეში დედა ფუტკარი დებს 3000-მდე კვერცხს.
დედა ფუტკარი
ცოცხლობს მხოლოდ ოჯახში. სხვა ფუტკრებისაგან იზოლირებული, კარგი კვების პირობებშიც
კი იღუპება 2 დღეში. დედა ფუტკრის დაღუპვის შემთხვევაში, ფუტკრებს, ახლად დადებული
კვერცხიდან, განსაკუთრებული კვების შედეგად შეუძლიათ გამოიყვანონ ახალი დედა.
წყარო
მამა ფუტკარი
მამა ფუტკრებს დაკისრებული აქვთ მხოლოდ დედა
ფუტკრის განაყოფიერების ფუნქცია. ისინი არ აგროვებენ ნექტარს და არ მუშაობენ სკაში.
მუშა ფუტკრები მათ კვებავენ, უვლიან შემოდგომამდე, ანუ იქამდე, ვიდრე არსებობს მათ
მიერ დედა ფუტკრის განაყოფიერების საჭიროება. მერე კი ყრიან სკიდან.
განაყოფიერება ხდება სკიდან გარეთ. ახალგაზრდა დედა ფუტკარი გამოფრინდება სკიდან და მას სპეციფიური სუნით პოულობენ მამალი ფუტკრები და ანაყოფიერებენ ფრენისას. განაყოფიერებული დედა ბრუნდება სკაში და იწყებს კვერცხის დებას.
წყარო
განაყოფიერება ხდება სკიდან გარეთ. ახალგაზრდა დედა ფუტკარი გამოფრინდება სკიდან და მას სპეციფიური სუნით პოულობენ მამალი ფუტკრები და ანაყოფიერებენ ფრენისას. განაყოფიერებული დედა ბრუნდება სკაში და იწყებს კვერცხის დებას.
წყარო
მუშა ფუტკარი
ფუტკრის აგებულება
ფუტკრის სხეული პირობითად შესაძლოა დავყოთ სამ მოძრავად დაკავშირებულ ნაწილად – თავი, მკერდი და მუცელი.
ფუტკრის თავი მომრგვალებული სამკუთხედის ფორმისაა. თავზე განლაგებულია მგრძნობელობის ორგანოების უმეტესობა: 2 რთული, 60000 პატარა თვალისაგან შემდგარი თვალი, 3 მარტივი თვალი, მრავალრიცხოვანი “ულვაშები” და “ანტენები”. თავზეა განლაგებული ხორთუმი. ხორთუმი ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველს საკუთრივ ხორთუმი წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ყვავილის ძირიდან ნექტრის ამოწოვას.
მეორე განყოფილება არის პირის ორგანოები, რომლებიც ისეა მოღუნული, რომ საკვების მაგარი ნაწილები სათაფლე ჩიჩახვში მოხვდნენ. შეხების, ყნოსვის და შესაძლებელია სმენისაც მოთავსებულია ულვაშებზე.
ფუტკრის მკერდი 4 შერწყმული სეგმენტისაგან არის შემდგარი. იგი მოხერხებულად არის შეერთებული თავთან, ადვილად მოძრაობს და ფუტკარს აძლევს ირგვლივ მიმოხედვის საშუალებას.
მკერდზეა მიმაგრებული ფეხები და წინა და უკანა ფრთები, რომელთა აგებულება ფუტკარს ადვილი ფრენის საშუალებას აძლევს. უმოძრაობის დროს ფრთები დაკეცილია, ხოლო აფრენის მომენტში იშლება და პატარა კაუჭებით მაგრდება ერთმანეთზე ისე, თითქოს ერთი დიდი ფრთაა.
ამ პატარა არსებას იმდენად მძლავრი კუნთები აქვს, რომ შეუძლია წამში ფრთებით გააკეთოს დაახლოვებით 400 აქნევა და საკმაოდ ხანგრძლივად იფრინოს დიდ მანძილზე .
ფუტკრის ყოველ ფეხზე არის პატარა კლანჭი, რომელიც ხორკლიან ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას აძლევს და ე.წ. ბალიში, რომლითაც ფუტკარი ეკრობა გლუვ ზედაპირს, რათა არ მოსრიალდეს.
ფუტკრის ფეხებზე მოთავსებულია აგრეთვე პატარა ”კალათები”, რომლებშიც ფუტკარი აგროვებს ყვავილის მტვერს და გადააქვს სკაში.
მუცელში განლაგებულია ყველაზე მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები: სისხლძარღვოვანი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები.
მუცელი ყვითელი ფერისაა და დაყოფილია რგოლებით, რომლებიც დიდდება ან პატარავდება სუნთქვისას და როდესაც ჩიჩაყვი ივსება ნექტრით. ჩიჩაყვის ასავსებად ფუტკარმა უნდა მოინახულოს 1000-დან 1500-მდე ყვავილი. წყარო
სასარგებლო თვისებები
მოსახლეობის დიდი ნაწილში ფუტკარი და მეფუტკრეობა მხოლოდ თაფლთან ასოცირდება. იმავდროულად ფუტკარი 6 სახის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტს იძლევა: თაფლს, დინდგელს, ცვილს, ყვავილის მტვერს - ჭეოს, ფუტკრის რძეს და ფუტკრის შხამს, რომელთაგან თაფლი, დიდგელი და ყვავილის მტვერი მიიღება ფუტკრის ორგანიზმში ბუნებაში არსებული მცენარეული ნივთიერებების გადამუშავების შედეგად, ხოლო ფუტკრის სადედე რძე, ცვილი და ფუტკრის შხამი თვით ფუტკრის ორგანიზმში გამომუშავებული სეკრეტორული პროდუქტებია. თაფლი შეიცავს B1, B2, B6, B3, B5, C, E, K ვიტამინებს, 300-ზე მეტ ორგანულ მინერალურ ნივთიერებას, ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, რკინას, მაგნიუმს,მანგანუმს, ნატრიუმს, ფოსფორსა და
თუთიას, ასევე გლუკოზას, ფრუქტოზას, ფოლიუმის და პანტოტენურ მჟავას. წყარო
თუთიას, ასევე გლუკოზას, ფრუქტოზას, ფოლიუმის და პანტოტენურ მჟავას. წყარო
თაფლიანი ფიჭა შესანიშნავი საშუალებაა სასუნთქი სისტე
მის ზოგიერთი დაავადბების სამკურნალოდ. სამკურნალო თვისება აქვს ფიჭის სანთელს. ფიჭის ღეჭვა სასიკეთო გავლენას ახდენს სასუნთქი ტრაქტის ლორწოვან გარსზე. მკურნალობის კურსში შედის იმავდროულად, თაფლის ყოველდღიური ჭამა. უმჯობესია თაფლიანი ფიჭის ღეჭვა, მაგრამ
თუ რაიმე მიზეზით მისი შოვნა შეუძლებელია დადებითი შედეგი შეიძლება მოგვცეს აგრეთვე ჭამის ყოველ ჯერზე დესერტად ერთი სუფრის კოვზი თაფლის მიღებამ. წყარო
მის ზოგიერთი დაავადბების სამკურნალოდ. სამკურნალო თვისება აქვს ფიჭის სანთელს. ფიჭის ღეჭვა სასიკეთო გავლენას ახდენს სასუნთქი ტრაქტის ლორწოვან გარსზე. მკურნალობის კურსში შედის იმავდროულად, თაფლის ყოველდღიური ჭამა. უმჯობესია თაფლიანი ფიჭის ღეჭვა, მაგრამ
თუ რაიმე მიზეზით მისი შოვნა შეუძლებელია დადებითი შედეგი შეიძლება მოგვცეს აგრეთვე ჭამის ყოველ ჯერზე დესერტად ერთი სუფრის კოვზი თაფლის მიღებამ. წყარო
ჩემ მიერ ჩატარებული კითხვარის შედეგი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში მოვამზადე კითხვარი, რის დახმარებითაც შევეცადე მივიღო მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რამდენად კარგად იციან რესპოდენტებმა ფუტკრების ცხოვრებისა და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ. კითხვარში მონაწილეობა მიიღო 18 ადამიანი. კითხვარში მონაწილეების 77.8% იყვნენ მდედრობით სქესის წარმომადგენლებლი, ხოლო 22.2% მამრობითი. ძირითადი რესპონდენტები იყვნენ 18-21 წლიანი სტუდენტები. რესპონდენტების 61.1% იყვნენ თბილისიდან, 16.7% იყვნენ ნინოწმინდიდან, დანარჩენები კი ახალციხიდან და მარნეულიდან. იმ კითხვაზე თუ "იცით რამე ფუტკრების ცხოვრების შესახებ" რესპოდენტების 72.2%-მა უპასუხა რომ იცის. რესპოდენტების 77.8%-ის აზრით ფუტკრები დიდ როლს ასრულებენ მათ ცხოვრებაში და უმეტესობამ მაქსიმალურად შეაფასა ფუტკრების როლი თავის ცხოვრებაში. ფუტკრების ოჯახის შესახებ მხოლოდ 55.6%-მა იცოდა, ხოლო 44,4-მა არ იცოდა. 15 რესპოდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ "დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენისთვის, ყველაზე მ ნიშვნელოვანი ქმნილებები ფუტკრები არიან" , 5 კი არ ეთანხმება. ხოლო იმ მოსაზრებას, თუ " ხილი, ბოსტნეული, მარცვლული და კაკალი ვერ მივიღებთ ფუტკრების დახმარების გარეშე" ეთანხმება 10 რესპოდენტი და არ ეთანხმება 8. რესპოდენტების 88.9% გიკბინა ფუტკარმა და მათგან მხოლოდ 61.1%-მა იცის რაიმე მეთოდი ფუტკრის ნაკბენის სამკურნალოდ. რესპოდენტების უმეტესობამ(41.7%) არაფერი არ იცის მეფუტკრეობის უარყოფითი მხარეების შესახებ, ხოლო დანარჩენები ფიქრობენ, რომ მეფუტკრეობას არ აქვს უარყოფითი მხარეები ან მიიჩნევენ, რომ ფუტკრების ნაკბენი ტკივნეულია და მხოლოდ ეს არის ცუდი მხარე. როგორც გავარკვიეთ, რესპოდენტების დიდ ნაწილს ანუ 72.2%-ს უყვარს თაფლი, ხოლო 27.8%-ს არ უყვარს. იმ კითხვაზე თუ "რა სამკურნალო თვისებები აქვს თაფლს" სხვადასხვაგვარად უპასუხეს: წნევის, გრიპის, თავის , ყელ-ყურის ტკივილის დროს გვეხმარება და სხვა. რესპოდენტების 55.6%-მა არ იცის ნამდვილი და ყალბი თაფლის გამოცნობა, ხოლო 44.4%-მა იცის. 10 რესპოდენტის აზრით საქართველოში მეფუტკრეობა ყველაზე მეტად გავრცელებულია სამცხე-ჯავახეთში,8-ის აზრით- კახეთში, 5-ის აზრით სამეგრელოში, 1-ის აზრით იმერეთში და 2-მა საერთოდ არ იციან.
ამ კვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიდეთ იმ დასკვნაზე, რომ რესპოდენტების ნახევარმა კარგად არ იცის ფუტკრების მნიშვნელობის შესახებ თავის ცხოვრებაში და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ.
No comments:
Post a Comment